Jump to content

Overclock Guide [Cpu/RAM/VGA]


westsider

Recommended Posts

© westsider

ოვერქლოქერების FAQ

სარჩევი:

1.ცენტრალური პროცესორი

2.ვიდეოკარტა (იხ. პოსტი №2)

3.ოპერატიული მეხსიერება (იხ. პოსტი №3)

1.ცენტრალური პროცესორი

ვიწყებ ცენტრალური პროცესორით,რომელზეც დამოკიდებულიაკომპიუტერის სრული გამოთვლითი სიმძლავრე.

იმისათვის რომ ესა თუ ის პროცესორი იყოს სწრაფი,გრილი და ა.შ. ხდება მასში უამრავი წვრილმანის გათვალისწინება მაგრამ საბოლოო ჯამში ამა ტუ იმ თაობის ბირთვის ბაზარზე გამოტანისას ხდება მისი შეკვეცილი,საშუალო და სრული ვერსიების გამოტანა.

პრინციპი ასეთია:იხდით ძალიან ცოტას-იღებთ შესაბამის წარმადობას და ასე შემდეგ ლოგიკური თანამიმდევრობით.

ახლა ტუ რით ხდება ერთიდაიგივე ბირთვის ასე განსხვავებულ ვერსიებად გამოშვება.

ე.წ. მამრავლის დახმარებით რომელიც როგორც წესი ჩაკეტილია (ზოგიერთი AMD პროცესორის გარდა).ახალი და კარგი მაზერბორდების დიდი ნაწილი იძლევა საშუალებას ნებისმიერ პროცესორზე გახსნატ და ხელიტ გააკონტროლოთ მამრავლი იგივე მულტიპლიკატორი,მაგრამ მხოლოდ იმ საზღვრებში რაც მწარმოებელს აქვს ლაზერით შეზღუდული პროცესორში.

აქედან გამომდინარე ცაკეტილი გვაქვს მულტიპლიკატორი,რომელიც fsb-ს ამრავლებს თავის თავზე და ხდება პროცესორის შესაბამისი ტაქტის გენერირება

მაგალითად E6600 მუშაობს 2400 მეგაჰერცზე 1066 მეგაჰერციანი fsb-ით

ახლა როგორ ხდება ამ ტაქტის მიღწევა

1066fsb არის რეალურად ინტელის quadpumped (ვერ ვთარგმნე) fsb ანუ 266 გამრავლებული 4ზე=1066

პროცესორის ტაქტის გენერირება ხდება შესაბამისად მულტიპლიკატორით ანუ 266 გამრავლებული 9 ზე

9 ამ შემტხვევაში არის E6600-ის მაქსიმალური მამრავლი/მულტიპლიკატორი

თუ თქვენ გაააქტიურებთ სპიდსტეპის ფუნქციას მაშინ მოხდება მინიმალურ და მაქსიმალურ მამრავლებს შორის ავტომატური თამაში

ანუ როცა პროცესორს არ ექნება დიდი საქმე იმუშAვებს ეკონომიურად და დაბალ ტაქტზე

როცა დაიგრუზება,ავტომატურად მოხდება მაქსიმალური მამრავლის საქმეში ცართვა და პროცესორიც საბოლოო ტაქტზე იმუშAვებს

რა არის საჭირო იმისთვის რომ პროცესორი ავაცილოთ ქარხნულ ტაქტს და მივიღოთ მისგან ხელოვნურად დამალული ძალა:

არსებობს ოთხი ხერხი პროცესორის დასაჩქარებლად

1.ძაბვის აწევა

ამ შემტხვევაში პროცესორი მიიღებს უფრო სწრად ელექტრონებს და ტრანზისტორებიც უფრო სწრაფად გადართავენ

აქედან გამომდინარე ლოგიკურია რომ ტაქტი აიწევს,მაგრამ არა ყველა შემტხვევაში და არაა სასურველი ასეთი ტიპის რაზგონი იმიტომ რომ მხოლოდ ტრანზისტორებზე მოდის გრუზი მაშინ ,როცა fsb ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

2.fsb-ს აწევა ბიოსიდან ან ოპერაციული სისტემიდან

ყველაზე გავრცელებული ოვერქლოქი არის fsb-ს მომატება ბიოსის შესაბამისი მენიუდან

როგოც წესი მსგავსი ფუნქცია არ გააჩნია OEM და ბრენდ კომპიუტერების დიდ ნაწილს(იგულისხმება რომ თუ იყიდიტ ქარხნულ ზბორკას ,მაგ:HP,ფუჯითსუ-სიმენსი და ა.შ.)

ოვერქლოქის ფუნქცია აქვს დღეისთვის 90% ახალ დედაპლატებს.

თუმცა მხოლოდ ამ ფუნქციის არსებობა ბევრს არ ნიშნავს

კი ,რა ტქმა უნდა,როცა მაზერს შეუძლია fsb-ს აწევა ბიოსიდან,თქვენ შეძლებთ პროცესორის დაჩქარებას,მაგრამ მიხვალთ საზღვრამდე სადაც შეიძლება სწორედ მაზერბორდმა ვერ გაქაჩოს მეტი.

აქედან გამომდინარე,ვურჩევ ყველას,დიდი ყურადღებით მოეკიდოს მაზერბორდს.სასურველია ძალიან კარგი დედაპლატა და თუნდაც დაბალტაქტიანი აქტუალური პროცესორი.

ნუ დაბრმავდებით მაინცდამაინც ჩიპსეტით.მხოლოდ ჩიპსეტი არ ნიშნავს იმას რომ მაზერი აუცილებლად კარგად დაარაზგონებს.

მნიშვნელოვანია მაზერბორდის სიმყარე რაც გამოიხატება კარგ გაგრილებაში,კარგ მოსფეტებში,ფერიტებში,კონდენს

ატორებში და ა.შ.

ყველაზე უკეტეს შემტხვევაში მიმართეთ გუგლს სადაც პრინციპში ყველა მაზერბორდზე იპოვნიტ ინფორმაციას ტუ ვის რა შედეგი აქვს მიღწეული

ანუ ჯერ ათვალიერებთ სასურველ მაზერბორდს და როცა თვალში მოგივათ,აი , მერე ეძებთ გუგლში მასზე ინფოს

................................................................................

..............................................

ვაგრძელებ მაგალითს E6600ზე

აქ რაზგონის ვარიანტი იქნებოდა : 300 fsb(ორიგინალი 266) გამრავლებული 9 ზე=2700 მეგაჰერცს

მაგალითი ორი 333fsbX9=2997 მეგაჰერცს და ა.შ.

როგორც წესი 320fsb მაზერების უმეტესობა ახერხებს მაგრამ პრობლემა იჩენს თავს თუ დავუშვათ გაქვთ არა E6600 არამედ E6300 რომელსაც მაქსიმალური მამრავლი

აქვს ლიმიტირებული 7ზე

ანუ 320fsbX7=2240 მეგაჰერცს რაც სასწაული შედეგი ვერაა

ხოლო იგივე შედეგის მისაღებად (იგულისხმება 3000 მეგაჰერცი) საჭირო ხდება 428fsb რასაც საშუალო მაზერბორდების მიახლოებიტ 10% და დელუქსების დიდი ნაწილი მიაღწევს

სწორედ ამიტომ ვურჩევ ყველას: თუ აპირებთ კომპიუტერის დაჩქარებას,იყიდეთ ძალიან კარგი მაზერბორდი.

გაფრთხილდით ასუსის დედაპლატებთან:VM დაბოლოებით

იდეაში ნიშნავს რომ მიკროატეიქსია და ინტეგრირებიბული ვიდეო აქვს V-ვიდეო,M-მიკრო

რაზგონში არცერთი Vმ არ ვარგოდა და არც ვარგა არაფრად დღესაცდ ასაერთოდ მირკოატეიქსი არაა ოვერქლოქერებისთვის(გამონაკლ�

��

��ების გარდა)

ნუ გადაეკიდებიტ მაინცდამაინც ასუსს.გადასარევი მაზერბორდები აქვს გიგაბაიტს,აბიტს,ელიტგრუპს,ემ�

�იაის.

ცალკე კლასად გამოვყოფ,აღვიარებ და ვეთავყანები ატროშანს...ტფუი......ატროშAნს კი არა DFI-ს

ესაა ოვერქლოქერების პიკი.განსაკუთრებიტ ენთუზიასტებისთვის განკუთვნილი მაზერბორდების სერია ლანპარტი დასახელებით

მაინც ყველა თქვენთაგანს ვურცევ,მაზერის ყიდვის წინ შევიდეს გუგლში და დაძებნოს სხვების მიღწეული შედეგები.ბოლომდე ნუ ენდობით ინტერნეტსაც.ცოტა გახურება ყველას უყვარს ხოდა თუ წერია რომ ესა თუ ის მაზერი აღწევს 400FSB ,ივარაუდეთ ასე 350-360

3.რაზგონი FSB აწევიტ და თან ძაბვის მომატებით კომპონენტებზე

განსაკუთრებიტ შამბეჭდავი შედეგების მისაღწევად,ხდება FSB აწევა+პროცესორის ძაბვის მომატება და ჩიპსეტის ძაბვის აწევა

თუ ატყობთ რომ დაჩქარების მეორე მეთოდით მაზერბორდმა ამოწურა რესურსი და ვერ უმატებს მაღლა FSB-ს მაშინ გადადით ვაბანგზე ,შესძახეთ "ბანზაიიიიიი" და მოუმატეთ პროცესორის ძაბვა.ჩემი რეკომენდაცია იქნება რომ არავიტარ შემტხვევაში არ ამუშAოთ პროცესორი 1.45 ვოლტზე მაღლა.როდის გაასხამს კაცმა არ იცის.აქ საქმე მარტო გაგრილებაში არაა.სულ რომ გაყინოთ მაინც სარისკოა.1.45 ვოლტით უკვე ზღვარზე ხართ.

ვინც მთლად გაგებაში არაა იმათთვის:ძაბვა წარმოადგენს ელექტრონების მოძრაობა/მიგრაციის სისწრაფეს.ანუ მეტია ძაბვა და ელექტრონები გაცილებით იმოძრავებენ რაც ერთი მხრივ კარგია სარაზგონოდ მაგრამ რაც დავწერე იმ ზღვარს ნუ გადააბიჯებთ.ყოველ შემტხვევაში მოსასინჯად არაფერი მოუვა მაგრამ ნუ დაგრუზავთ და ნუ დატოვებთ პროცესორს 1.45 ვოლტზე მაღლა დიდი ხნით ;)

არ გამოგრჩეთ ჩიპსეტზე ძაბვის აწევა.ეს კიდევ ერთი გზაა მაქსიმალური შედეგის გამოსაწურავად.

შეძლებისდაგვარად მოუმატეთ 0.1, 0.2, 0.3 ვოლტი და მეტი არა

აუცილებლად დააკვირდიტ მაზერბორდის ტემპერატურას ძაბვის მომატების მერე და ჩიპსეტზე დააყენეთ ოპტიმალური ძაბვა.10-20 მეგაჰერცის გამო ნუ გახევტ მაზერბორდს 65 გრადუსზე.

4.ეს ხერხი ითვალისწინებს მაქსიმალური ეფესბეს მიღწევას მაზერბორდზე

მაგალითისთვის E6600@3600მჰც

შეიძლება მიღწეულ იქნას ასე:

400X9

450X8

პლუსები:450 ფსბ მუშაობს 1800 მეგაჰერცზე და აქვს გაცილებიტ დიდი გამტარიანობა ვიდრე 400-ს რაც საბოლოო ჯამში ძალიან ზრდის ოპერატიული მეხსიერების პერფორმანსს და ასევე პროცესორის წარმადობას

მინუსი: ამ რეჟიმში მოგიწევტ მულტიპლიკატორის ხელით შეყვანა და ავტომატურად გამოირთვება სპიდსტეპი

ანუ ვერ დაზოგავთ დენს და პროცესორი სულ ცხელი იქნება მაღალი ტაქტის გამო,თუმცა კარგი გაგრილებით ეს პრობლემა არაფერს არ წარმოადგენს.

პროცესორის რაზგონზე დიდ როლს თამაშობს ასევე კვების ბლოკი!!!!!!!!!

მარტო სიმძლავრეს ნუ გაუზომავთ კვებას.ყიდვისას წაიკიტხეთ ვიხოდები რა და როგორ აქვს.

შეიძლება იყოს მოშნი კვება იაფად და ვერ იძლეოდეს საკმარის დენის ძალას საჭირო ძაბვაზე

მაგალითი:

3.3 ვოლტი

5 ვოლტი

12 ვოლტი

ესენია ვიხოდები კვების ბლოკიდან:

გვერდით აუცილებლად ეწერება დენის ძალა ამპერებში

კარგი იქნება თუ 2 იზოლირებული 12 ვოლტიანი გამომავალი მაინც ექნება და 15 ამპერი მაინც,რაც მეტი -უკეთესი

კაი 500 ვატიანებს 18 აქვს და ზოგს 22იც

ლოგიკა ასეთია,რაზგონისას საჭიროა მეტი დენი(გლეხურ ენაზე ძლიერი და მძლავრი დენი) და ტუ ვერ მოამარაგა კვებამ მარტო მაზერი ვერაფერს იზამს.

მცირე დროს დავუთმობ პროცესორის ტაქტის აწევას ოპერაციული სისტემიდან.არ მიმაჩნია ეს მეთოდი სტაბილურად და არ ვიყენებ პირადად.მოქმედებს რა თქმა უნდა მაგრამ მე პირადად მირჩევნია ბიოსში ვიზრომიალო ვიდრე ვინდოუსს ვანდო ჩემი ჰარდვეა.

ყველა მაზერბორდის მწარმოებელს აქვს საკუთარი ვინდოუსში სარაზგონო პროგრამა.

ასევე არის უფასო პროგრამები ,მაგალითად: Clockgen

პრინციპი იგივეა რაც ბიოსში,უბრალოდ იგივე კეთდება ვინდოუსში,რასაც მე არ ვურჩევ არავის და ვიმეორებ-არ მომწონს!!!!!!

პროცესორის დაჩქარება მიღწეულია,თქვენ მიიღეთ სასურველი ტაქტი და სისტემა ცაირთო,ყველაფერი მუშAობს....

ჯერ არ დამთავრებულა ყველაფერი

სისტემა უნდა შემოწმდეს სტაბილურობასა და შეცდომებზე

იმის მიუხედავად რომ პროცესორი რთავს ვინდოუსს,შესაზლებელია ის არ იყოს სტაბილური.მიზეზები ბევრია:არასწორი რაზგონი,მაზერბორდი ვერ ქაცავს და ა.შ.

თქვენ დაგჭირდებათ ტესტ პროგრამები:

1. OCCT

2.Orthos

ამათგან ერთერთი დაიყენეთ და გაუშვიტ ტესტი მინიმუმ 30 წუთის მანძილზე.არ დაგავიწყდეთ ანტივირუსების და მსგავსი კონტროლერების გამორთვა.აცადეთ ბოლომდე დათვალოს 30 წუთი სულ ცოტა.უკეტესია ტუ 1 საათს გატესტავთ.

ასევე დააყენეტ ქორე ტემპი ან ევერესტი და თვალყური ადევნეთ მაზერბორდის და პროცესორის ტემპერატურებს

კიტხვები გაგრილებაზე და ტემპერატურებზე დასვით ქულინგ ფაქში

პ.ს.პროცესორის რაზგონზე ასევე გარკვეულ როლს თამაშობს ოპერატიული მეხსიერება.გადაიკითხეთ შესაბამისი პოსტი აქვე

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.